GIB GROUP – Georgian Internet Business Group 2009 წელს დაარსდა და მას შემდეგ ცდილობს ეფექტური, მაღალი ხარისხის სერვისისა თუ პროდუქციის შექმნას. ჯგუფის მთავარი მიზანი ქართული ინტერნეტ სივრცის პროგრესია. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ვებ-სივრცეში ახალი სტანდარტების მაქსიმალურად შემოტანას.
GIBG არის კომპანია, რომელიც მიზნად ისახავს ქართული ინტერნეტ ბიზნესის განვითარებას და ხელშეწყობას. სწორედ ამ მიზნიდან გამომდინარე ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდების მაქსიმალური ჩართულობა ამ სფეროში, რისთვისაც ვაწარმოებთ სტაჟირების პროგრამებს IT სფეროში.
გარდა ამისა ვახორციელებთ სხვადასხვა სახის სოციალურ პროექტებს.
GIBG თანამშრომელთა გუნდი საკუთარი საქმის პროფესიონალი ადამიანებისგან შედგება, რომლებიც ჯგუფური მუშაობის პრინციპით ხელმძღვანელობენ.
ჩვენთვის მთავარი სამუშაო ჯგუფის შესაძლებლობათა განვითარებაა, რისთვისაც კომპანია ყოველთვიურად ახორციელებს თანამშრომელთა გადამზადებას სპეციალურად შექმნილი ტრენინგ-პროგრამების მეშვეობით.
GIBG-ის მთავარი მორალი - მომხმარებლის სურვილების რეალიზებაა, სწორედ აქედან გამომდინარეობს ლოზუნგი „ჩვენ გვიყვარს ჩვენი მომხმარებელი“.